ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდელო ორგანოს სასესიო დარბაზშო სსრკ-ის ჰიმნის გაჟღერებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ “საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა”.

“საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა.

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს – “თავისუფლების ქარტია”, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი”, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა, ოპოზიციის წევრები შეიჭრნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

იტვირთბა....