დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი ერთპარტიულ რეჟიმში იღებს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც დემოკრატიის დანგრევაზე მიუთითებს.
როგორც ბესელიამ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, „შოთაძის გავლენები პროკურატურაში უფრო დიდი იყო, შესაბამისად, მისი დაბრუნებაც ამ ფაქტს უკავშირდება“.
„უმრავლესობის დეპუტატები მენტონური ტონით ლაპარაკობენ, მათ მართლა დაიჯერეს, რომ თანამდებობები დაიკავეს სამუდამოდ. როდესაც მარტო რჩები ერთპარტიულ ფორმატში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხის გადასაჭრელად, ეს მიანიშნებს არადემოკრატიულობაზე. თან იმ ვადით ირჩევენ, რა ვადითაც არცერთი ბატონი არ იქნება ხხელისუფლებაში“,-აცხადებს ბესელია.
როგორც ბესელია აღნიშნავს, ქვეყანაში ნელ-ნელა ინგრევა ის ინსტიტუტები, რომლებზეც დგას დემოკრატია.
„არანაირი აზრი ჰქონდა კენჭისყრაზე დასწრებას. მე უბრალოდ ვუყურებ ინსტიტუტების ნგრევას, რომელზედაც დგას ქვეყანაში დემოკრატია, ესაა პარლამენტი, პროკურატურა. ეს არის სიმპტომი და განსაკუთრებული მორჩილებით ხდება გადაწყვეტილების მიღება“,-ამბობს ბესელია.
დამოუკიდებეი დეპუტატის თქმითვე, ის შოთაძეს გენპროკურორად მეორედ დაბრუნებას დღევანდელ ვითარებაში ნამდვილად არ ურჩევდა.
„თავის დროზე მქონდა ჯანსაღი თანამშრომლობა და არ მიჭირდა მასთაან საქმიანი ურთიერთობა. მას ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა. მარა ახლა მისი მობრუნება, რომ ეკითხა ჩემთვის, არაფრით არ ვურჩევდი. ამ ვითარებაში რატომ გადაწყვიტა თავად მეორედ შემოსულიყო, ვერ ვიტყვი. ბოლო 25 წლის განმავლობაში არ მახსენდება მსგავსი ინციდენტი“.-აცხადებს ეკა ბესელია.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ოფიციალურად დამტკიცდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას უმრავლესობის დეპუტატების სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.მას პოსტზე დასამტკიცებლად 76 ხმა სჭირდებოდა, თუმცა მან უმრავლესობის ყველა, 82-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საპარლამენტო ოპოზიცია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესს არ დაესწრნენ. შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას მხოლოდ უმრავლესობამ უყრა კენჭი.