„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხალხის პრობლემების მოგვარების ნაცვლად კორუფციაშია ჩაფლული და ეს უშედეგოდ არ ჩაივლის.
როგორც ნადირაშვილმა ტვ “პირველის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიცია მუდმივად შეეცდება, უმრავლესობას შეუქმნას დისკომფორტი, რათა „გამოფხიზლდნენ“.
„უმრავლესობა ხელფასებს იღებს, ყელამდე კორუფციაშია ჩართული. მარა ხალხმა აირჩია იმიტომ, რომ მათ ხალხის პრობლემები მოაგვარონ და მხოლოდ პარლამენტის სხდომაზე სიარული არაფერს ნიშნავს. ჩვენ შეიძლება არ ვართ დარბაზში და ვართ აქციაზე, მარა ამით პროტესტს გამოვხატავთ.
რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, როგორც შეგვეძლება, ვეცდებით, დისკომფორტი შევუქმნათ და გამოვაფხიზლოთ უმრავლესობა, ეს იქნება აქციები თუ სხვადასხვა სახის აქტივობა. უნდა იცოდე, ადამიანებს დაპირებას რომ აძლევ და მერე თავზე გადაახევ, ეს შედეგის გარეშე არ ჩაივის“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ოპოზიციის წევრები შეიჭრნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.