აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს სორის ვითარება კვლავ დაძაბულია და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მეორედ მოხდა
პოლიციელები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცავები მათ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.
“ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები 12:00 საათზე აქცია-პერფორმასს გამართავენ. .
გენპროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებსა შორის დაპირისპირება მოხდა.