პარლამენტთან მიმდიბარე აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებსა შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, გზის სავალი ნაწილი გაანთავისუფლონ, რამაც სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.
აქცია დაახლოებით უკვე ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ისინი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნას აპროტესტებენ. .შოთაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსდგება, სადაც მას დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. სხდომა 12– საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ირაკლი შოთაძის კისერზე ბევრი დანაშაულია, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს.
“ივანიშვილი დემონსტრაციულად ანგარიშს უსწორებს საზოგადოებას და ცდილობს, თავისი ძალა დაგვანახოს. როდესაც ყველაზე მიუღებელ ადამიანებს აგროვებს ხელისუფლება თავის ირგვლივ, ეს ძალიან ჰგავს ყველა ავტორიტარის აღსასრულს. რაც შეეხება კონკრეტულად შოთაძეს, მის სინდისზეა ძალიან ბევრი დანაშაული,” – აღნიშნა “ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
პარლამენტთან უმრავლესობის დეპუტატები მივიდნნენ, რომლებსაც ბიუროს სხდომა აქვთ ჩანიშნული. აქციის მონაწილეებმა მათ ი სირცხვილის კორიდორი მოუწყეს. აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება არ იგეგმება.