ახალი ამბები მთავარი

LIVE: პარლამენტთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან

პარლამენტის შენობასთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. ისინი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნებას აპროტესტებენ.

ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დღეს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება არ იგეგმება. ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს და გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ.

გენპროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მიხდა.

დღეს გენერალური პროკურორის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსდგება, სადაც მას დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. სხდომა 12;– საათზე დაიწყება. მას ოპოზიცია არ დაესწრება, შესაბამისად, შოთაძის კანდიდატურას კენჭს მხოლოდ უმრავლეოსბა უყრის.

იტვირთბა....