პარლამენტის შენომის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მიხდა.
სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, არ შეაფერხონ მოძრაობა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამართალდამცავები მათ ხელს უშლიან და „ძველბიჭურად ესაუბრებიან თანამოქალაქეებს“.
„ლეიბორისტული პარტიის” წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, სამართალდამცავები მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავენ.
გენპროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.
დღეს გენერალური პროკურორის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარსდგება, სადაც მას დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. სხდომა 12;– საათზე დაიწყება. მას ოპოზიცია არ დაესწრება, შესაბამისად, შოთაძის კანდიდატურას კენჭს მხოლოდ უმრავლეოსბა უყრის.
Gepostet von მეტრონომი • Metronome am Montag, 17. Februar 2020