ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კომიტეტმა ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტი დადო” – ოხანაშვილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, დღეს, კომიტეტის სხდომაზე, გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის მოსმენას აფასებს და აცხადებს, რომ კომიტეტმა ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტი დადო.

„დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა, დაისვა ყველა შეკითხვა, რა შეკითხვის გაჟღერებაც სურდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდს, ისე საპარლამენტო ოპოციზიის წარმომადგენლებს. დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება და იმ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ მომართული იურიდიულ საკითხთა კომიტეტისადმი, რომ სურდათ დასწრება და შეკითხვების გაჟღერება, მივეცი შესაძლებლობა, რომ გაეჟღერებინათ შეკითხვები. ბატონმა ირაკლი შოთაძემ გამოიჩინა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგა შეკითხვებზე პასუხის გაცემას”‘, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მოუსმინეს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა შოთაძის კანდიდატურას.

 

იტვირთბა....