გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა და წაყენებული ბრალი უსამართლოა.
ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ დაკავებული ყოფილი სამხედრო და აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირია.
მისივე თმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ რამდენიმე ადამიანი ძალადობდა, რა დროსაც თავს იცავდა.
ადვოკატის ცნობით, ბრალდებულს მიყენებული აქვს სხვადასხვა სახის დაზიანება და მისიჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,
შეგახსენებთ, რომ გუდაურში, გუშინ დაპირისპირების დროს 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.