ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე, გამთენიისას, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, როგორც მოკლული, ასევე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები არიან.

შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....