ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენას ოპოზიცია არ დაესწრება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოხმენა იწყება.

სხდომას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება. გენპროკურორის კანდიდატთან კითხვები აქვთ დამოუკიდებელ დეპუტატებს. ისინი აპირებენ ყველა იმ საქმეს შეეხონ, რაც შოთაძის პერიოდში იყო წარმოებაში.

ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად, პარლამენტის შენობის გარეთ სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ კომიტეტის სხდომაზე დასწრება და შოთაძისთვის კითხვების დასმა უნდოდათ, მაგრამ პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატი საპროკურორო საბჭომ განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნა. შოთაძის კანდიატურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ წარსდგება, სადაც მას დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.

იტვირთბა....