პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო სექსტორის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის სავარაუდო დაბრუნებას აპროტესტებენ, რომელსაც დღეს იურიდიულ საკითხთთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზვიად კურპავამ ადგილზე ბოტასები მიიტანა და აღნიშნა, რომ ეს პროკურატურის სიმბოლოს გამოხატავს.
ამასთან, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ითხოვენ, დაცვის წარმომადგენლები კი მათ ამის უფლებას არ აძლევენ. ამ მიზეზით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ აქვთ საშვი და სრული უფლება, შევიდნენ პარლამენტის შენობაში.
„ბოტასები არის სიმბოლო დღევანდელი პროკურატურის, ფარცხალაძის, შოთაძის. აქ მოვიტანეთ ის ფოტოებიც, რომელი საქმეებიც გააყალბა შოთაძემ და ფარცხალაძემ. გვინდა, შევახენოთ საზოგადოებას კიდევ ერთხელ, ვის ირჩევენ პროკურორად. ამ ადამიანემბა, ქურდებმა და ყაჩაღებმა უნდა განსაზღვრონ მოქალაქეების ბედი. ჩვენ პარლამენტს შევახსენებთ, ვის აძლევენ ხმას, კარგად დაფიქრდნენ. ამ ადამიანებს გაყაბებული საქმეები არ შერჩებათ. შოთაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე. შოთაძე იმ დღესვე წავა ამ თანამდებობიდნ, რა დღესაც ივანიშვილი გაიქცევა ამ ქვეყნიდან“,-აცხადებს ზვიად კუპრავა.
როგორც კუპრავა აცხადებს, მათ შოთაძისთვის კონკრეტულ საქმეებზე კითხვების დასმა სურთ, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევენ.
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 ტებერვალს შეარჩია. მას მხარი საბჭოს 12 წევრიდან 11-მა დაუჭირა. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატი კი საპროკურორო საბჭომ განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.