“ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება მიანიშნებს იმაზე, თუ ბიძინა ივანიშვილი მძიმე საკადრო კრიზისშია.
მისივე თქმით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს და ხვალ პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს.
“ჩვენი ფრაქციები ბოიკოტის რეჟიმში არიან და არ ვაპირებთ ამ ბოიკოტის შეწყვეტას. დიდი ალბათობით, დღეს შოთაძეს მწვავე კითხვები არ დაესმება. რაც შეეხება ხვალინდელი სესიის სხდომას, აქტივობას ვაპირებთ პარლამენტის გარეთ. შოთაძის დაბრუნება ერთი რამის მანიშნებელია, თუ რაოდენ მძიმე საკადრო კრიზისშია ბიძინა ივანიშვილი და მთლიანად “ქართული ოცნება,” – განაცხადა თარხნიშვილმა.
ირაკლი შოთაძეს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ორ საათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარდგება. კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი უკვე ხვალ უნდა ეყაროს.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ხვალ კი ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება.