პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია. მას მხარი საბჭოს 12 წევრიდან 11-მა დაუჭირა. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატი კი საპროკურორო საბჭომ განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.