საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია.
კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო. შოთაძის კანდიდატურას მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო ერთი ხმა სოფიო შენგელიამ მიიღო.
საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
გუშინ საპროკურორო საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. შერჩეულ კანდიდატთა შორის იყვნენ: ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე, ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია და სოფიო შენგელია.
ირაკლი შოთაძემ 10, სოფიო შენგელიამ – 9 , ვალერიან ვაჭარაძემ – 8, დარიკო თორდიამ კი, 7 ხმა მიიღო.
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება 5 თებერვალს დაასრულა.