ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ახალი კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 665-ს მიაღწია.

როგორც კომისიაში აცხადებენ, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 2 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 68 500-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსის 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, 20-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. რაც შეეხება დაღუპულთა რიცხვს, დღემდე, ჩინეთის გარეთ, ვირუსით გარდაცვალების ოთხი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ფილიპინებსა და საფრანგეთში.

იტვირთბა....