aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე იმ საქმეში ჩართული არ ვყოფილვარ. რა წაისვა ეს ჩემს საქმეს არ ეხება” – თემურ აბაზოვი

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ბრალი ედებოდა  ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, “ტვ პირველის” ეთერში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კონკრეტულად იმ დღეს, სადაც ეს ამბავი მოხდა, იქ არ იმყოფებოდა.

“ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმ ჭიქაში რა იყო. მე იქ არ ვყოფილვარ. მე იმ საქმეში ჩართული არ ვყოფილვარ. რა წაისვა ეს ჩემს საქმეს არ ეხება. მე არ ვიცი რა მოხდა, ვისი მხრიდან იყო. მე ვიცი, რომ ჩემი გაკეთებული არ არის, არცერთი მოწმე მაგას არ ადასტურებს და მოსამართლემ ეს დაამტკიცა. ის ნორმალური ადამიანია, ლაივი ჩართოს და ცოლები აგინოს. მაგის შემდეგი ქმედება როგორ შეიძლება ლოგიკური იყოს. ლოგიკას ეს ადამიანი სცდება, არა ადამიანია.” – აცხადებს აბაზოვი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

აბაზოვის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით,  ბრალდების მხარემ სასამართლოზე ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც მარნეულის ყოფილი მერის ბრალეულობა დასტურდებოდა.

იტვირთბა....