სარაკეტო თავდასხმა მოხდა ერაყში, სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის ძალებია განლაგებული.
„ესოშიეითიდ პრესის“ცნობით, ინფორმაცია დაზარალებულთა და დაღუპულთა შესახებ არ გავრცელებულა.
თავდასხმა ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეორმოცე დღეს მოხდა, რაც მედიის ცნობით, ეჭვს აჩენს, რომ განზრახ ამ დღეს დაამთხვიეს.
შეგახსენებთ, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე გენერალი ყასემ სოლეიმანი ერაყში 2 იანვრის ღამეს აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.