ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაცმოძრაობის ქმედება არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი” – იონათამიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, სტრასბურგში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტის ჩაგდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს და „ნაციონალური მოძრაობის“ სიხარული ეფემერულია.

„სამწუხაროა, რომ დღეს სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპრალამენტო კომიტეტის სხდომაზე ვერ მოხერხდა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერის გამოხატაველი დოკუმენტი, რომლის მიღებაც თითოეული ჩვენთაგანის საერთო ინტერესს უნდა წამროადგენდეს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნახა, რომ რეზოლუციის პირველი რედაქციაში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და იმ ვალდებულებების შესრულება, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ნაკისრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით, პოზიტიურად იყო შეფასებული, მათ ჯერ ტექსტში ნეგატიური ცვლილებების შეტანა სცადეს, ხოლო როცა ამასაც ვერ მიაღწიეს, ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით, უბრალოდ არ დაუჭირეს მას მხარი. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება და მათი სიხარული ეფემერულია, რადგან ასოცირების საპარალამენტო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ საკითხს.”, -აცხადებს რატი იონათამიშვილი.

იტვირთბა....