“გიგი უგულავას სასამართლო აწამებს და ერთი ქმედებისთვის ორჯერ უსჯის, სამაგიეროდ ადამიანის შარდით მწამებელ კონვენციურ დამნაშავეს, მარნეულის ყოფილ მერს, ბიძინას ნაბიჭვარ მონა თემურ აბაზოვს – ზარზეიმით ამართლებს. აი, მართლაც გასაოცარი დემოკრატია!”
ნიკა გვარამია – ტელეკომოანია “მთავარის” გენერალური დირექტორი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გაამართლა, რომელსაც ბრალი ედებოდა ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.