„ლელოს“, გიორგი მარგველაშვილს ან გიორგი კვირიკაშვილს შორის თანამშრომლობის არანაირი შეთანხმება არ არსებობს. მაგრამ ასევე მინდა დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ზოგადი კეთილგანწყობა თითქმის სამიათწლეულის ერთობლივი საქმიანობა-ცხოვრებიდან და შემდგომ პოლიტიკური სამიანობიდან გამომდინარე. გიორგი მარგველაშვილს და გიორგი კვირიკაშვილსაც თავიანთი მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვთ, ეს პოზიცია უმეტეს შემთხვევაში და თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია ჩემს პოზიციასთან და „ლელოში“ ჩემი მეგობრების პოზიციასთან, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა ეს მათი გადასაწყვეტია”
დავით უსუფაშვილი – „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი
ინტერპრესნიუსი
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ არაერთი კომენტარი გაკეთთა. მათ შორის იყო საქართველოს ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
მარგველაშვილმა ასევე დაანონსა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს.
აღსანიშნვაია ის ფაქტიც, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას აანონსებს.