აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქში მიკროავტობუსზე დრონით მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქში მიკროავტობუსზე დრონით მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტერმა დრონით ჩუგუევის რაიონის სოფელ ფედოროვკას გზაზე მოძრავ მიკროავტობუსს დაარტყა“, – დაწერა ოლეგ სინეგუბოვმა.

მისი თქმით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ამასთან, გასულ ღამეს ბილა ცირკოვზე განხორციელებული იერიშის შედეგად 52 წლის მამაკაცი დაიღუპა, დაზიანდა რამდენიმე ობიექტი.

„ბილა ცირკოვი თავდასხმის ქვეშაა. ამჯერად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები ერთადერთი სამიზნეა“, – წერია ქალაქის საბჭოს განცხადებაში.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, იერიშების შედეგად სატვირთო მანქანები და მაღაზია დაზიანდა.

„ხანძარი ავტოსადგომზე გაჩნდა. ხანძარი ჩამქრალია. ორი სატვირთო მანქანა დაზიანდა“, – დაწერა ტიმურ ტკაჩენკომ.

იტვირთბა....