ჩინმეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 45 000-ს მიაღწია.
კორონავირუსი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიაში, სადაც საკრუიზო გემზე მყოფი 3000-ზე მეტი მგზავრიდან ვირუსი 175-ს უკვე დაუდგინეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო დაავადების გავრცელებას აგრესიულად უნდა აღუდგეს წინ.