მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, კორონავირუსი დიდი საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის. ამის შესახებ მან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც 400- ზე მეტი მკვლევარი და ექსპერტი ესწრებოდა.
„შემთხვევების 99% ჩინეთში ფიქსირდება, რაც საგანგებო მდგომარეობაა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ვირუსი ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენს მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ადჰანომ გებრეისუსმა.
მისივე თქმით, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია სოლიდარობა.
„ახლა მთავარია სოლიდარობა, სოლიდარობა და სოლიდარობა… ამ ეპიდემიის დასამარცხებლად საჭიროა ინფორმაციის ღიად და სამართლიანად გაზიარება“- დასძინა გებრეისუსმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შედეგად, კიდევ 108 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1016-ს, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 42,638-ს მიაღწია.