ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსი რამდენიმე დღე საგნების ზედაპირზეც ცოცხლობს

ჩინეთში გავრცელებული მომაკვდინებელი ვირუსი 9 დღის განმავლობაში ცოცხლობს საგნებზე. ამის შესახებ ინფორმაცია, ორი დღის წინ, ჟურნალმა The Journal of Hospital Infection გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა კორონავირუსი არა მარტო ადამიანიდან ადამიანზე, არამედ ბინძური სხეულიდანაც, საგნიდანაც შეიძლება გადავიდეს ადამიანზე. კვლევის შედეგების მიხედვით ვირუს შეუძლია იცოცხლოს ისეთ ზედაპირზე, როგორიცაა შუშა, პლასტმასი ან ლითონი.

„საავადმყოფოში შეიძლება ეს იყოს კარის სახელურები, ასევე ღილაკები, საწოლები ან სხვადასხვა სახის მეტალის და პლასტმასის საგნები, რომელსაც უშუალოდ დაინფიცირებული პაციენტი ეხება“, – აღნიშნულია ნაშრომში.

იტვირთბა....