„იქნება აქციები, მანიფესტაციები, პიკეტები – ყველაფერი ის, რაც არის ბრძოლის იარაღი დიქტატურის წინააღმდეგ. მე ასე შევხედავდი ამას. ერთმანეთთან მაქსიმალური კოორდინაციით გავაკეთებთ ყველაფერ იმას, რომ ეს ერთობა დარჩეს”
ხატია დეკანოიძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ გუშინ განაცხადეს.
აღნიშნული გადაწყვეტლება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.