ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს იყო ჩემი შეცდომა“ – კალაძე უგულავას მიერ ბრალის აღიარებაზე

თბილისის მერი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

მისი თქმით, უგულავას პატიმრობა საარჩევნო წელთან დაკავშირებული არ არის.

“საარჩევნო წელიწადი რა შუაშია. თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში გვიწევს ყველას პასუხისგება”, – თქვა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.

კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო მის ერთ-ერთ ბოლო განცხადებასაც, რომელშიც დედაქალაქის მერი ამბობდა, რომ უგულავამ აღიარებითი ჩვენება მისცა. კახა კალაძის თქმით, “ეს მისი შეცდომა იყო”.

მერის განცხადება ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა უარყო.

 

 

იტვირთბა....