ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კაცმა 50 მილიონი მოიპარა და რომელ პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ?” – კალაძე უგულავას

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელთა სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს განაცხადა, რომ არა.

“კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ” – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თუ ადამიანს დანაშაული აქვს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება.

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე და რეალობა რომ დაანახოს, ძალიან მარტივია. შესაბამისად, ვერავინ ვერ დაიჩაგრება, ჩვენ არასოდეს არავინ არ დაგვიჩაგრავს“, – განაცხადა კალაძემ.

 

იტვირთბა....