ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველა ნივთი და წიგნი მომზადებული მაქვს, მე თვითონ მივალ ციხეში” – უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, მის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება და სამართალდამცველებს მიმართავს:

„მინდა, შესაბამის სამსახურებს ვუთხრა, შეგიძლიათ ბოლომდე გაველურდეთ და რომ გავალთ, აქვე დამახვედროთ თქვენი „ოპრიჩნიკები“, ეგ თქვენი უფლებაა. ვაპირებ დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, მივიდე „ევროპული საქართველოს“ ოფისში, იქაც დავემშვიდობო ხალხს და შემდეგ დაგელოდებით მეგობრებო, მობრძანდით.

მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი და ა.შ. მომზადებული მაქვს. ბუნებრივია, მე ეს წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად, მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში. ისედაც სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას მაბრალებენ და ამჯერადაც ნუ გამოიყენებენ სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივად. მაცნობეთ მეგობრებო, როგორ უნდა აღვასრულო თქვენი უსამართლო, უკანონო, ბრიყვული და რეგვენული გადაწყვეტილება. მე არ ვაღიარებ არაფერს, არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს იმიტომ, რომ ივანიშვილის საქართველოში ციხე ის ადგილია, სადაც ადამიანმა შეიძლება თავისუფლება იპოვო,“ – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....