ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი.

„იმ მომენტიდან, როცა ივანიშვილმა საჯაროდ და მისთვის ჩვეული უტიფრობით თქვა, რომ მალე ბევრი პოლიტიკური ლიდერი დიდი ხნით ისევ ციხეში აღმოჩნდებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ გიგი უგულავა ამ სიაში მოწინავე რიგებში იქნებოდა, ობიექტური მიზეზების გამო. ამაში არ ცდებოდა ივანიშვილის რეჟიმი, რომ სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი. აი, რაშიც ის ცდება მწარედ და პერსონალურად ტრაგიკულად არის ის, რომ ამ რეპრესიით ის შეძლებს ან ამ ლიდერის პოლიტიკური პოზიციის გატეხვას, ან საზოგადოების პროტესტის ჩახშობას“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....