თბილისის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, ავჭალაში მიმდინარე დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მისი თქმით ადგილი სადაც ეს სახლები ააშენეს იყო უნებართვო და არაკანონიერი.
“მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მათ მიერ არ იქნა გამოკვეთილი კონკრეტული სამართალდამრღვევი, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება არსებული სახლის დემონტაჟის. ყველა ქმედება რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ასეთი იყო ეს ქმედება, მყისიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენს მიერ, რომელიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მიწა, ის მშენებლობა, რომელიც განხორციელებული იყო ამ კონკრეტულ ლოკაციაზე იყო სრულიად უკანონო” – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ავჭალაში მერიის წარმომადგენლებმა უკანონოდ აშენებული სახლის დემონტაჟი განახორციელეს, რასაც მოსახლეობის მიერ პროტესტი მოყვა.