ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “რომ არ დაენგრიათ ტრაქტორს ჩავუწექით” – ავჭალაში დანგრეულ სახლზე მერია განცხადებას გააკეთებს

ავჭალაში, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ უკანონოდ აშენებული ერთი საცხოვრებელი სახლი, მძიმე ტექნიკამ დაანგრია – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა.

ავჭალაში მძიმე ტექნიკა დაახლოებით ერთი საათის წინ იყო ასული და ერთ ოთახიანი სახლი დაანგრია. სახლის მეპატრონე შეუძლოდ გახდა. მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ადგილზე მობილიუზებულია სამართალდამცავები. ასევე ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის წაემომადგენლები. რატომ დაანგრიეს შენობა ამ დრომდე უცნობია და არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.

“დღეს მოვიდნენ და რომ შევეკითხეთ რა ხდებათქო გვითხრეს ერთი კვირაა აქ დავდივართო, მაგრამ ნამდვილად არ დაგვინახავს ისინი. ხომ შეეძლოთ, რომ გაეფრთხილებინათ და გარკვეული ზომები მიეღოთ? ერთ სახლთან მივიდნენ დასანგრევად, სახურავზე ავვარდით რომ არ დაენგრიათ და ჩავუწექით ტრაქტორს. აბსოლუტურად ყველას ანგრევბდნენ. 27 წელია უსახლკაროები ვართ და ჩვენი ხელებით ავაშენთ ეს სახლები. ეს ხომ სახლი არ არის ეს იყო თავშესაფარია” – აცხადებენ  ადგილობრივი მოსახლეები.

“მეტრონომი” დაუკავშირდა თბილისის მერიას, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

იტვირთბა....