ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შოთაძე არ მიიღებდა კონკურსში მონაწილეობას, მას გარანტია რომ არ ჰქონოდა“ – ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილემა მოულოდნელი არ ყოფილა და ეს შედეგები ირაკლი შოთაძისთვისაც წინასწარ იქნებოდა ცნიბილი.

როგორც ბესელიამ ტვ „პირველთან“ განაცხადა, შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას არც მიიღებდა, თუ მას წინასწარ გარანტიები არ ექნებოდა მიღებული.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილემა მოულოდნელი არ ყოფილა და ეს შედეგები ირაკლი შოთაძისთვისაც წინასწარ იქნებოდა ცნიბილი.

„თვალს ვადევნებდი კენჭისყრას. რა თქმა უნდა, შედეგი არ ყოფილა არავისთვის მოულოდნელი. უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ იყვნენ ჩამწკრივებულები. ის, რომ შოთაძე იქნებოდა არჩეული, წინასწარ ვიცოდით. მაგრამ, უმრავლესობამ ყოფილ გენერალურ  და, სავარაუდოთ, მომავალ გენერალურ პროკურორს ცუდი საქმე გაუწია. ვინაიდან, ისინი არც კი დაელოდნენ კენჭისყრის შედეგებს და შედეგების გამოცხადებამდე აცხადებდნენ, რომ თუ შოთაძის კანდიდატურა გადაეგზავნება პარლამენტს, ისინი მხარს დაუჭერენ. ეს არის ინსტიტუტის დაკნინება. უმრავლესობას ფორმალურად მაინც უნდა დაეცადა შედეგებისთვის.

კიდევ ერთხელ ვამბობ, შოთაძის შერჩევა მოულოდნელი არ ყოფილა. თავად შოთაძემაც იცოდა ამ პროფესის ფინალი. ის კონკურსში მონაწილეობასაც არ მიიღებდა,  მას გარანტიები წინასწარ რომ არ ჰქონოდა“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა შეარჩია.

კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო. შოთაძის კანდიდატურას მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო ერთი ხმა სოფიო შენგელიამ მიიღო.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

იტვირთბა....