“მინისტრის საათი მისთვის არის ძალიან კომფორტული ფორმატი. ხედავთ, რომ უმრავლესობის დეპუტატები ძირითადად მადლობის გადახდით არიან დაკავებული, მინისტრისთვის, რომელიც რვა თვეა სხვათაშორის საერთოდ არ მოსულა პარლამენტში და რა აქვს სამადლობელი, ჩემთვის პირადად გაუგებარია. ყველაზე მთავარი ისაა, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობას და სამინისტროს არ აქვს ჯანდაცვის პოლიტიკა”
ლევან კობერიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი
განაცხადა კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტში
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.