„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ირაკლი კობახუძის მხრიდან აქციის მონაწილეების დათვლა „უმადური საქმეა“.
აღნიშნულით პარტიის ლიდერი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ ოპოზიციამ აქციაზე 200 ადამიანის გამოყვანაც ვერ შეძლო.
„იმ სუბიექტს, კობახიძე რომ ჰქვია, მინდა შევახსენო, რომ საკუთარ თავზე ითვალოს თმები ვიდრე ქუჩაში ხალხი. მას ვურჩევ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ხალხის თავების თვლა ძალიან უმადური საქმეა. ეს იმდენად უმადური საქმეა, ამიტომ სჯობს მიხედოს თავის თავს და თმას, ითვალოს, ეგ უფრო უვნებელი საქმეა“, – განაცხადა უგულავამ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას აფასებს და აქციის მონაწილეებს „:უნიათოებს“ უწოდებს.
კობახიძის განცხადებით, ის, რომ „ნაციონალულ მოძრაობას“ 200 ადამიანის შეკრებაც აღარ შეუძლია, ზუსტად ესაა პოლიტიკური კრიზისი.
დღეს პარლამენტის წინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან არიან შეკრებილები.