ახალი ამბები პოლიტიკა

„ისინი არიან ოლიმპიური ჩემნიოები უნიათობაში“,- კობახიძე „ნაციონალებზე“

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას აფასებს და აქციის მონაწილეებს „:უნიათოებს“ უწოდებს.

კობახიძის განცხადებით, ის, რომ „ნაციონალულ მოძრაობას“ 200 ადამიანის შეკრებაც აღარ შეუძლია, ზუსტად ესაა პოლიტიკური კრიზისი.

„პოლიტიკური კრიზისის სახე არის ის, რაც ახლა ხდება პარლამენტის ჭიშკართაან. ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვეღარ იკრიბება. ისინი არიან ოლიმპიური ჩემნიოები უნიათობაში. და ეს არაერთხელ გამოავლინეს. 60 უნიათო დგას ჭოსკართან და ეს არაა პოლიტიკური კრიზისი“,-განაცხადა კობახიძემ.

საარჩევნო სისტემას რაც შეეხევა, კობახიძის თქმით, უმრავლესობა აგრძელებს კონსულტაციებს და იმედოვნებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე შეთანხმებას მიაღწევენ.

დღეს პარლამენტის წინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან არიან შეკრებილები.

იტვირთბა....