„არაერთხელ მისაუბრია იმ მოტივებსა და მიზეზებზე, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მივიღე პროკურატურის, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ შეიქმნა განსაკუთრებული სიტუაცია, როცა მართლაც მძიმე სისხლის სამართლის საქმეზე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა… დღესაც არ ვნანობ მიღებულ გადაწყვეტილებას”
ირაკლი შოთაძე – გენერალური პროკურორობის კანდიდატი
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას მართავს.
გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე წარადგინეს.