ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებულია ქალი, რომელიც ჩინეთიდან, კერძოდ კი უხანიდან ახალი დაბრუნებულია. ის საფრანგეთის მიერ ჩინეთიდან ევაკუირებულ პირებს შორის იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მას დაავადების სიმპტომები ამ დრომდე არ გამოვლენია. ის ბრიუსელის სენ პიერის საავადმყოფოშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით ქვეყნის მასშტაბით 425-მდე ადამინი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 20 400-მდე გაიზარდა.