ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 425-მდეა გაზრდილი

ჩინეთის ჯანდაცვის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყნის მასშტაბით 425-მდე ადამინი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა  20 400-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ ახალი ვირუსი კიდევ 23 000 ადამიანს აქვს, თუმცა ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის.

2 800-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 171 000-ზე მეტი კი ამ დრომდე კარანტინში რჩება.

ჩინეთის ჯანდაცვის ადგილობრივ კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილობრივი დროით 4 თებერვლის ღამის 12:00 საათის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან 632 ადამიანი განიკურნა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შესახებ გასული წლის31 დეკემბერს განაცხადა.

საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა. 

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი, თავის მხრივ, კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს.

იტვირთბა....