“ჩემი ინფორმაციით, სახლი, სადაც ცხოვრობდა ეს ოჯახი, მათ ბაღდათის მერიამ გადასცა და სოციალური დახმარებაც არ ჰქონდათ მოხსნილი, არამედ გადამოწმების მიზნით დროებით შეჩერებული. ეს თანხა, როგორც გვითხრეს, აუცილებლად დაერიცხოებოდა ოჯახს. სიტუაცია ისედაც მძიმეა და კიდევ მეტად ნუ დავამძიმებთ და საზოგადოებაში აჟიოტაჟს ხელოვნურად ნუ შევქმნით”
სოფო კილაძე – უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი
განაცხადა კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
შეგახსენებთ, რომ ბაღდათის რაიონში გუშინ ღამით საცხოვრებელი სახლის დაწვის შედეგად 6 ადამინი, მათ შორის 4 ბავშვი, 1 ფეხმძიმე ქალბატონი და ხანშიშესული ქალი გარდაიცვალა.