„საფრანგეთი არ არის პრორუსული, როგორც ხშირად ამბობენ. საფრანგეთი არც პრორუსულია და არც ანტირუსული. როდესაც მე ვუყურებ რუკას, ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ რუსეთი ევროპაშია, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ის არ არის ევროკავშირში, რუსეთი ჩვენს სამეზობლოშია. მე ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ დღეს პოლონელები იტყვიან, თუ დამესხმებიან თავს, მე ვიცი, რომ ევროპა დამიცავს. ევროპული თავდაცვა არ არის ნატოს ალტერნატივა. ის არის ნატოს შეუცვლელი დამატება”
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი
ეს განცხადება ემანუელ მაკრონიმ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.