ახალი ამბები

“23 ნოემბერს, 15:00 საათზე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ვიკრიბებით, გაიმართება საპროტესტო აქცია” – ნიკა მელია საზოგადოებას მიმართავს

ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს. სამი მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოს” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ქუჩის პროტესტი, ოლიგარქიული რეჟიმის, წინააღმდეგ ახლა საზოგადოების ერთადერთი ბერკეტია.

თუ როგორ და რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი, ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიცია საზოგადოებას, სავარაუდოდ, დღეს გააცნობს.

“ხვალ [23 ნოემბერს], 15:00 საათზე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ვიკრიბებით, გაიმართება საპროტესტო აქცია და ეს პროცესი უწყვეტი იქნება. მანამ სანამ რეალობა არ შეიცვლება. ცვლილებებს სჭირდება დიდი, საპროტესტო, უწყვეტი, მძლავრი მოძრაობა და ეს სახეზე გვაქვს, ამაზე ვთანხმდებით, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები. მიზნის მიღწევამდე ეს ბრძოლა გაგრძელდება,” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....