“ყველამ ვიცით, რომ ეს საარჩევნო წელი ძალიან დაძაბულ ვითარებაში ჩაივლის და მათ შორის, ქუჩის აქციების ფონზე. რაც შეეხება საჯარო ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებას, ეს არის კანონით აკრძალული ქმედება. დანარჩენი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პროტესტის გამოხატვასთან, არის სრულიად კანონიერი და ლეგიტიმური. არ ვაპირებ პიკეტირებაში და ბლოკირებაში მონაწილეობას. ვმონაწილეობ პარლამენტის სხდომებში და იქიდან ვაპირებ ჩემი პოზიციის გაჟღერებას“
თამარ ჩუგოშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ხვალიდან აქციების განახლებას გეგმავს.