მთავარი ციტატა

“კორონავირუსთან დაკავშირებით უფრო მეტი ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ აქ იყო ღამურების ფაქტორი”, – ამირან გამყრელიძე

“ეს ზოონოზია, ანუ ადამიანზე გადადის ფრინველიდან ან ცხოველიდან. უფრო მეტი ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ აქ იყო ღამურების ფაქტორი და ისევ ღამურიდან მოხდა დაინფიცირება. კორონავირუსის პირველი შემთხვევის დროს, 2003-ში, ღამურა და კატა იყო, მერე აქლემი. დღეს უფრო მეტი ემხრობა, რომ ისევ ღამურიდან მოხდა მუტაცია. კორონავირუსები ცირკულირებენ ცხოველებში. კორონავირუსთან მიმართებაში ხმარობენ ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატს და, როგორც კვლევები აჩვენებს, წარმატებით, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კლინიკურ დაკვირვებებს ეყრდნობა”

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

TV პირველი, “დღის ამბები”

შეგახსენებთ, დღეს თბილისის აეროპორტიდან ერთ-ერთი მგზავრი ინფექციური საავადმყოფოს ​ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

იტვირთბა....