პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში შეიარაღებულმა პირებმა მატარებლის 450-ზე მეტი მგზავრი მძევლად აიყვანეს. მაის შესახებ ინფორმაციას გამოცემა France24-ი ავრცელებს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ (BLA) აიღო.
“ბორტზე 450-ზე მეტი მგზავრი მძევლად არის აყვანილი შეიარაღებული პირების მიერ… მგზავრებს შორის არიან ქალები და ბავშვები”, – განაცხადა მთავრობის მაღალჩინოსანმა.
თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 01:00 საათზე მოხდა, სოფლად სიბის რაიონში, ქალაქის სადგურთან ახლოს, სადაც მატარებელი უნდა გაჩერებულიყო. თავდასხმისას შეიარაღებულმა პირებმა მატარებლის მემანქანე დაჭრეს. დაჯგუფებამ ადგილობრივი ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მძევლების გადარჩენის მცდელობას “მძიმე შედეგები” მოჰყვებოდა. მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
პოლიციის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, მატარებელი “მთებით გარშემორტყმული გვირაბის წინ” რჩება. აღნიშნული ტერიტორია მთიანი რეგიონია, რაც შეიარაღებულ პირებს სამალავების ქონასა და თავდასხმის დაგეგმვას უადვილებს.