სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2025 წლის 11 მარტს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახალხო დამცველს ხელახალი აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა.
მათივე ცნობით, სერტიფიკატი ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის სრულ შესაბამისობას გაეროს პარიზის პრინციპებით დადგენილ მოთხოვნებთან.
„შედეგად, სახალხო დამცველის აპარატს 5 წლის ვადით ხელახლა მიენიჭა „A“ სტატუსი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.