ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის აეროპორტიდან ერთ-ერთი მგზავრი ინფექციური საავადმყოფოს ​ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟენევა-სტამბოლის რეისით დღეს ახალგაზრდა ქალი ჩამოფრინდა. მგზავრს თერმოსკრინინგისას ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა

მანანა ეზუგბაიას განცხადებით, ქალი საქართველოს მოქალაქეა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, მგზავრი მუშაობდა მასწავლებლად ჩინეთის დუჯანიანის პროვინციაში, რომელიც უხანიდან 1000 კილომეტრით არის დაშორებული.

როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, როდესაც ქალბატონმა ეს სივრცე დატოვა, ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა იმ დროისთვის დაფიქსირებული არ ყოფილა. მანანა ეზუგბაიას თქმით, ფაქტი ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად არ განიხილება.

„დღეს, დილით აეროპორტში ჩამოფრინდა ქალბატონი, რომელიც მოდიოდა ჟენევა-სტამბოლის რეისით. ეს ქალბატონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, წამოსულია ჩინეთიდან. აეროპორტში მას ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ქალბატონი მაშინვე იქნა გაყვანილი საიზოლაციო სივრცეში, სადაც მოხდა თერმომეტრიზაცია განმეორებით რამდენჯერმე და ტემპერატურა აღინიშნა 37.5 გრადუსი.

ასევე დგინდება, რომ ეს გოგონა მუშაობდა მასწავლებლად დუჯანიანის პროვინციაში, რომელიც უხანიდან დაშორებულია 1000 კილომეტრით. 25 წლის ქალბატონმა ეს სივრცე როდესაც დატოვა, არც ერთი შემთხვევა იმ დროისთვის დაფიქსირებული არ იყო. შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა შვეიცარიაში, სწორედ ამ დროს დაფიქსირდა იმ პროვინციაში რამდენიმე შემთხვევა. პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში.

პნევმონია გამოირიცხა. მას რამე მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები არ უფიქსირდება. 24-საათიანი დაკვირვების რეჟიმში თუ ტემპერატურა არ მოუმატებს, ზოგადი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი და განმეორებითი ანალიზით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდება, ეს გოგონა არც ახლა და არც მომავალში არ განიხილება ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად“, – აცხადებს მანანა ეზუგბაია.

შეგახსენებთინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება.

იტვირთბა....