ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრამპი აცხადებს, რომ კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს გააორმაგებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადურ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს გააორმაგებს და 50-პროცენტიან გადასახადს დააწესებს.

ეს არის პასუხი კანადის ონტარიოს რეგიონის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც აშშ-ში იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე 25-პროცენტიანი ტარიფი დააწესა.

ტრამპის თქმით, დაავალა კომერციის მდივანს, კანადურ პროდუქტებზე დაამატოს 25-პროცენტიანი ტარიფი, რომელიც ძალაში შევა 12 მარტის დილას.

აშშ-ის პრეზიდენტი ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ეროვნულ საგანგებო სიტუაციას გამოაცხადებს.

„ასევე, კანადამ დაუყოვნებლივ უნდა დაწიოს ანტიამერიკული 250-390-პროცენტიანი ფერმერის ტარიფი აშშ-ის რძის პროდუქტებზე, რაც დიდი ხანია, მიიჩნევა აღმაშფოთებლად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....