მთავარი ციტატა

“ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულთაგან არცერთი არ განიხილება კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად”, – ამირან გამყრელიძე

„საქართველოში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. არის სამი ადამიანი დაკვირვების ქვეშ ინფექციურ საავადმყოფოში, სამივე გახლავთ საქართველოს მოქალაქე და სამივე გახლავთ ჩინეთიდან ჩამოსული. ერთ-ერთი, ვინც დაკვირვების ქვეშ არის, ცხოვრობდა ქალაქ უხანში, რომელიც არის ამ ეპიდაფეთქების ცენტრი. წინა შემოსული ორი ადამიანი გამოკვლეული იყვნენ 22 ტიპის სხვადასხვა ვირუსზე და ყველაფერზე აღმოჩნდა უარყოფითი, მათი კლინიკური მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ პარასკევს მაინც იქნა გაგზავნილი ევროპის ერთ-ერთ რეფერალურ ცენტრში მათი „დნმ“ და სამშაბათს, დღის ბოლოსთვის, ველოდებით საბოლოო პასუხს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს მხოლოდ დამშვიდების მიზნით, დიდი ალბათობით, ყველა მონაცემი, რაც მათ აქვთ, არ მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლებელია იყოს კორონავირუსული ინფექცია, თუმცა, მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერი არ გახლავთ”

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

“პირველი არხი”

შეგახსენებთ, დღეს თბილისის აეროპორტიდან ერთ-ერთი მგზავრი ინფექციური საავადმყოფოს ​ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

იტვირთბა....