aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული ოცნება სისხლისგან დაცლილი მივა არჩევნებზე” – გიგი უგულავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“100/50-ზე ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი, 30-33 პროცენტით ჰქონდეს აბსოლუტური უმრავლესობა” – ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების შეთავაზება 100/50 საპარლამენტო მანდატთან დაკავშირებით ოპოზიციაში არ განიხილება.

„100/50-ზე ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი, 30-33 პროცენტით ჰქონდეს აბსოლუტური უმრავლესობა. ეს ნიშნავს ძალაუფლების მიტაცებას, რასაც არასდროს არ აქვს ლეგიტიმაცია. მეტიც, ის ყოველთვის გამოიწვევს კრიზისებს. აქედან გამომდინარე, ეს წინადადება არის სახელმწიფოს მიტაცების გაფორმების მცდელობა და არა საზოგადოების დაკვეთის შესრულება. საზოგადოების დაკვეთა დღეს არის პროპორციული, სამართლიანი არჩევნები. აქედან გამომდინარე, ის წინადადება არც არასდროს განხილულა. მეტიც, როდესაც თვითონ წამოაყენეს, ელჩების მიერ იყო დაცინვის საგანი. იყო მითითება, რომ ეს წინადადება არის ძალიან არაადეკვატური და წუხილიც გამოთქვეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ ასეთი არაადეკვატურია დღეს საქართველოს ხელისუფლება.

აქედან გამომდინარე, დღეს არ არსებობს წინადადება მათგან. ჩვენგან არსებობს კონკრეტული, რომელიც გაგზავნილია ეუთო-ს ოფისში. ვერ გეტყვით, როდის ჩამოვა. არ ვიცი, ყველას თავისი ბიუროკრატია აქვს, შეიძლება ჩამოვიდეს თებერვლის ბოლოს; შეიძლება ჩამოვიდეს ხვალ. ამას არ აქვს მნიშვნელობა“, – აცხადებს უგულავა.

გიგი უგულავას თქმით, დარწმუნებულია, მასში მკაფიოდ ეწერება, რომ მოდელს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა არ აქვს.

„ჩიხში არ შედის პროცესი, ჩიხში შედის ხელისუფლება. პოლიტიკური ბოიკოტი გრძელდება, პიკეტკირება, აქციები, სირცხვილის კორიდორები ძალაშია. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად მძიმდება „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდგომარეობა. შესაბამისად, თუ „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ეს გზა მისთვის კარგია, „ქართული ოცნება“ სისხლისგან დაცლილი მივა არჩევნებზე. მივა უამრავი შენიშვნით, უამრავი საერთაშორისო იზოლაციით, საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით მარგინალიზაციით. იმ სისტემითაც, რომელიც ჰგონია, რომ მისთვის მაშველი რგოლია, წააგებს, რადგან ამ სისტემით წაუგია ხელისუფლებას 2012 წელს.

მარცხის და ძალაუფლების დაკარგვის ეშინია ივანიშვილს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სისტემითაც მოვუგებთ, შემდეგ ჩატარდება პროპორციული არჩევნები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ, ისტორიულ ცვლილებას მოიტანს ამ ქვეყანაში და ვერავინ ვერც დღევანდელი, ვერც წინა ხელისუფლება, ვერც იმის წინა, თუ გაცოცხლდა ოდესღაც, ვერ გაბედავს, მიიტაცოს ძალაუფლება, როდესაც ეს ძალაუფლება არ ეკუთვნის მას“, – აცხადებს უგულავა.

იტვირთბა....